აწ უკვე გასული წარსული,ტკბილად მოსაგონარი = )

გამარჯობა :) მომინდა დამეწერა ჩემი კომპიუტერული მოღვაწეობის შესახებ, ანუ რომელ
კომპიუტერს შევეხე პირველად და როგორ მოვედი პერსონალურ კომპიუტერამდე :D
თუ თქვენ 1991-1992 ან უფრო ადრეულ წლებში ხართ დაბადებული,გამორიცხულია ერთხელ მაინც არ გეთამაშათ დენდიზე :D

გახსოვთ როგორ მიყვებოდით ჯოესტიკს,როდესაც მარიოს დიდ მანძილზე ახტუნებდით? :D ან გახსოვთ როგორ გიჟდებოდით როდესაც მორტალ კომბატში თქვენს ძმაკაცთან ან თუნდაც კომპიუტერთან აგებდით? :D მე მახსოვს :D
ყველაზე პოპულარული თამაშები იყო მარიო, ტანკები , მორტალ კომბატი,,, იყო კიდევ რამდენიმე საინტერესო თამაში, თუმცა არ მახსოვს სახელები :D Read more of this post

რატომ უნდა უღალატო საყვარელ ადამიანს?

ბევრჯერ მსმენია ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისგან,რომ ცოლი სახმარად არ უნდათ,ცოლი უნდა ცოლად და ლოგინში სხვა ქალი ურჩევნიათ.ვერ ვიგებ ამას და მომკალით. doody-სი არ იყოს არც მე არ მესმის რატომ ან როგორ უნდა უღალატო ქალს,რომელიც გიყვარს, რატომ არ უნდა გქონდეს მასთან ისეთი სექსი,როგორიც გინდა და რატომ უნდა მიგიწევდეს სხვა ქალისკენ გული ან … ? არ ვიცი სხვა თუნდაც ბევრი ჩემი ახლობელი როგორ ახერხებს ამას,რომ სრულიად უემოციოდ წვება სხვა ქალთან მაშინ როცა მეუღლე ჰყავს, ან თუნდაც ქალი ყავს გვერდში რომელიც მომავალ მეუღლედ წარმოუდგენია. ბევრჯერ მსმენია ისიც რომ “მოვიყვან ცოლს და მივხვდები” , ალბათ ვინც ამ ფრაზას მეუბნება მისი ცოლი ან არ მოსწონს,ან სექსი არ გამოსდით ან უბრალოდ არ უყვარს, არ ვიცი თქვენ რას აპირებთ მაგრამ მე ნამდვილად ისეთ ცოლს მოვიყვან, რომელიც იდეალი იქნება ჩემთვის,რომელთანაც სექსიც ისეთი მექნება, როგორც ორივეს გვენდომება და არასოდეს გავიხედავ სხვა ქალისკენ ! ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ასე ვფიქრობდი,ასე ვფიქრობ და ასე ვიფიქრებ, თქვენ კი ვინც ასე ადვილად ღალატობთ ცოლს ან საყვარელ ადამიანს,იქნებ დაფიქრდეთ,,, გიყვართ კი ის ადამიანი ვისაც ღალატობთ? ან თუ გიყვართ რატომ აკეთებთ იმას,რაც მას გულს ატკენს , რახან ვერ გაიგებს? თუ ამ ლოგიკით და პრინციპით იცხოვრეთ,ანუ თუ ჩათვალეთ რომ თუ “ის” ვერ გაიგებს ,შესაბამისად არ ეწყინება და მერე რა მოხდა,დამერწმუნეთ თქვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს,თუ თქვენი პარტნიორი(ცოლი/საცოლე) სრულ ჭკუაზეა ;)

ტატუ აქ შეჩემა,ეს ცვეტში “იძლევა”


“ტატუ აქ შეჩემა,ეს დაიკერება უეჭველი ტო”
“აუ ეს გოგო იმდღეს გავაძრე კლუბში, მაგარი გალეწილი იყო ცვეტში ბოზია”
სხვა მრავალი “გენიალური” ფრაზისა და ვარაუდის გახსენება შეიძლება,რომელსაც ქართველი კაცისგან გაიგებ, თუმცა ახლა მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. რატომღაც ჩემს გარშემო ბევრს გამოუთქვამს ასეთი ვარაუდები ამა თუ იმ გოგოს მიმართ და ვერასდროს ვერ ვიგებ , რატომ ითვლება რო გოგო რომელსაც გამომწვევად აცვია ბოზია, ან გოგო რომელსაც ტატუ აქვს გაკეთებული უეჭველი დაიკერება და ასე შემდეგ…მოკლედ ქართველი ბიჭების უმეტესობის აზრით,გოგო “იძლევა” თუ :

აქვს ტატუ
აქვს პირსინგი
არის ემო
არის სექსუალური
არაა ქალიშვილი
თავისუფლად საუბრობს სექსზე

ზოგადად ბიჭების აზრი ასეთია , “თუ გოგო 16-20 წლის ასაკში ქალიშვილი არაა და არც ქმართან დაუკარგავს ეს ქალიშვილობა,უეჭველი ბოზია და დაიკერება.” ყველა ბიჭზე არაა რა თქმა უნდა ლაპარაკი,მაგრამ ქართული მენტალიტეტი ზოგადად ასეთია და ამას ვერცერთი ვერ ვუარვყოფთ.
იდეაში ამ პოსტს გაგრძელება უნდა ქონოდა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მეც მამრი ვარ (😀 ) აღარ გავაგრძელებ ამ პოსტს,თუმცა ვთვლი რო ძირითადი სათქმელი ითქვა, ეს აზროვნება ალბათ კარგა ხანი ვერ შეიცვლება და სანამ 100 ადამიანიდან 40 მაინც იფიქრებს ასე საქარველოში,ევროპელობაზე ნურც იოცნებებთ … ვოტ ტაკ ))

ქართული ვებ-პროექტები,რომლებიც დაიხურა

 

ალბათ ყველას მოგეხსენებათ,რომ სამწუხაროდ ჯინეტი ახალ-ახალი , საინტერესო და სასარგებლო პროექტების წარმოჩინებით ვერ დაიკვეხნის. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია,მაგრამ უფრო ცუდია როცა უკვე დახვეწილი და გამართული პროექტები იხურება. რამდენიმე პროექტის დახურვაზე ძალიან დამწყდა გული.
მაგალითად Blogroll.ge, რომელიც ძალიან ბევრ ბლოგერს გვაერთიანებდა,რაც ყველაზე კარგი იყო , შეგეძლო შესულიყავი ერთ საიტზე და წაგეკითხა უამრავი ბლოგერის პოსტი,ამავდროულად თავად ბლოგერებსაც მატემდა მომხმარებელს, ძალიან მოულოდნელი იყო ბლოგროლის დახურვა ჩემთვის და ძალიან საწყენიც.
ასევე ძალიან დამწყვიტა გული 123.ge-ს დახურვამ, ეს იყო პირველი ქართული სურათების ჰოსტინგი,რომელსაც მე ვენდობოდი. ძალიან სწრაფი და მოსახერხებელი იყო და ძალიან ბევრი ქართველი მომხმარებელი იყენებდა,ამ პროექტის დახურვაც ისეთივე მოულოდნელი იყო ჩემთვის,როგორც ზემოთ ხსენებულის.მართალია დღეს უკვე გვაქვს ასევე ქართული სურათების ჰოსტინგი pix.ge,მაგრამ 123.ge რატომღაც ბევრად მერჩივნა.
სამწუხაროდ ქართულ ვებ-სივრცეში იშვიათად თუ შევხვდებით საიტს,რომელიც შეიძლება ყოველდღიურად გახსნა და უახლესი ინფორმაცია მიიღო შენთვის საინტერესო თემაზე.
Read more of this post

Facebook-ს რომ საუკუნეების წინ ეარსება…

Facebook  

1. ნოე გააკეთებდა ივენთს, სადაც ყველას მოიწვევდა თავის კიდობანში.

2. ჰიტლერი ატვირთავდა სურათს: “ვინ ვარ მე შენთვის” და დატაგავდა ებრაელებს.

3. ეჭვიანი ოტელო დეზდემონას “fb”-ს პროფილს გაუუქმებდა.

4. მეფე გიორგი თრიაქის ქვეშ მყოფი შეუერთდებოდა GROUP-ს “მე მოვითხოვ მარიხუანას რეალიზაციას”.

5. ცოტნე დადიანის მეგობრები ატვირთავდნენ სურათს წელს ზემოთ შიშველ და თაფლწასმულ მდგომარეობაში, რაზეც ცოტნე დადიანი დაუკომენტარებდა: “აუ როგორ მინდა თქვენთან ერთად”.

6. დავით აღმაშენებელი, აქილევსი, ალექსანდრე მაკედონელი და ლეონიდასი დაიტაგებოდნენ “ყველაზე მამაკაცურებში”.

7. უბრალო გლეხის შვილი ატვირთავდა სურათს “odnoklassniki”-ის ლოგოთი, რის შემდეგაც აბუჩად აიგდებდნენ თავად-აზნაურების შვილები.

8. თინათინი და ავთანდილი ქორწილის შემდეგ შექმნიდნენ ერთიან პროფილს სახელით “თიკო ავთო”.

9. ლუარსაბ თათქარიძე ითამაშებდა “ფერმას” როცა დარეჯანი მორჩებოდა “fashion world”-ის თამაშს.

10. ჯორდანო ბრუნო დაწერდა სტატუსს: “დედამიწა მრგვალია და ბრუნავს!” და აჭერდა f5-ს (restart) notification-ის მოლოდინში იქამდე, სანამ მას არ დაწვავდნენ

როგორ იქნმნებოდა თბილისის ფორუმი?

დომენი forum.ge  ჩაირთო 2001 წელს, იგი დაარეგისტრირა დღეს-დღეისობით ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა ვებ-მასტერმა თემურ ხაინდრავამ,იგივე ტიმმა

ყველაზე პოპულარული ფორუმი საქართველოში, ეს რა თქმა უნდა გახლავთ თბილისის ფორუმი,იგივე ფორუმ.ჯი … forum.ge შეიქმნა 2001 წელს და იგი ამ დროისათვის შემდეგნაირად გამოიყურებოდა :

forum.ge in 2001

ხოლო 2003 წელს  ფორუმი ამუშავდა ძრავაზე vBulletin და იჰოსტებოდა ჰოსტინგზე host.ge

2004 წელს ფორუმის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ფორუმის ძრავის ანუ სკრიპტის შეცვლა, მათ vBulletin შეცვალეს დღეს-დღეისობით პოპულარული სკრიპტით, Invision Power Board – ით და ფორუმმა უფრო აქტიურად დაიწყო მუშაობა,მაგრამ ამ დროისათვის ფორუმზე დღეში დაახლოებით 50-100 მომხმარებელი გადიოდა ავტორიზაციას.

forum.ge in 20042007 წელს ფორუმ.ჯი ყველაზე პოპულარული ფორუმი გახდა საქართველოში , მას დღეში მინიმუმ 1000 ავტორიზირებული მომხმარებლები ყავდა, ანუ ამ 1000ში არ შედის ის მომხმარებელი,რომელიც დაურეგისტრირებლად ათვალიერებდა ფორუმს .

დღეს-დღეისობით ფორუმზე მინიმუმ 15000 უნიკალური მომხმარებელი შედის , ფორუმზე გადააწყდებით ყველანაირ აქტუალურ თემას,როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში.